ზელენსკი: შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთმა მასობრივი შეტევა ტრამპის ჩინეთში ვიზიტის დროს განახორციელა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ არის დამთხვევა, რომ რუსეთმა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მასშტაბური თავდასხმა მაშინ დაიწყო, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში იმყოფებოდა.

ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ოთხშაბათს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„რა თქმა უნდა, არ შეიძლება დამთხვევა ვუწოდოთ იმას, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასიური თავდასხმა სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტით ჩავიდა – ვიზიტი, რომლისგანაც ბევრი ბევრს ელის“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ მომენტში, რუსეთი აშკარად ცდილობს საერთო პოლიტიკური ფონი გააფუჭოს და უკრაინელების სიცოცხლისა და ინფრასტრუქტურის ხარჯზე ყურადღება საკუთარ ბოროტებაზე მიიპყროს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დღის დასაწყისიდან რუსეთმა მინიმუმ 800 დრონი გაუშვა და შეტევა კვლავ გრძელდება.

„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ამის შესახებ არ გაჩუმდეს. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ნამდვილი განზრახვები ნათელი იყოს ლიდერებისა და ქვეყნებისთვის. მნიშვნელოვანია, რუს აგრესორზე რეალური ზეწოლა განხორციელდეს, რათა ეს ტერორი დასრულდეს“, – ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები