მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის შემდეგ პარიზში არეულობა იყო – პოლიციამ 141 ადამიანი დააკავა

პარიზში, საფრანგეთის პოლიციამ 141 გულშემატკივარი დააკავა, მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდა.

ამის შესახებ ტელეარხი BFMTV პარიზის პრეფექტურის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპატიმრებების უმეტესობა გულშემატკივრების მიერ პიროტექნიკის გამოყენებას უკავშირდებოდა, მათ შორის პოლიციელების წინააღმდეგ.

ქალაქის სხვადასხვა ნაწილში და მიმდებარე გარეუბნებში მცირე ინციდენტების მიუხედავად არავინ დაშავებულა.

მსგავსი საზოგადოებრივი არეულობა დაფიქსირდა ლიონში. პოლიციამ აგრესიული ახალგაზრდების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ ქალაქში დაახლოებით ოცი ადამიანი დააკავეს.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან 2:0 დამარცხდა. გუნდი ახლა მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

ტურნირის შემდეგ, დიდიე დეშამი, რომელიც ამ თანამდებობას 14 წლის განმავლობაში იკავებდა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები