”წელს 27 სკოლის მოსწავლე აშშ-ში საცხოვრებლად და სასწავლებლად ერთი წლით FLEX-ის პროგრამის ფარგლებში მიემგზავრება” – აშშ-ის საელჩო

”წელს 27 სკოლის მოსწავლე აშშ-ში საცხოვრებლად და სასწავლებლად ერთი წლით FLEX-ის პროგრამის ფარგლებში მიემგზავრება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია

საელჩო FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ფინალისტებს კონკურსში გამარჯვებას ულოცავს.

“წელს 27 სკოლის მოსწავლე აშშ-ში საცხოვრებლად და სასწავლებლად ერთი წლით FLEX-ის პროგრამის ფარგლებში მიემგზავრება. ეს საგანმანათლებლო-კულტურული გაცვლითი პროგრამა ათწლეულებია საქართველოსა და ამერიკის ხალხს მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან.

ვულოცავთ ახალგაზრდებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შთამბეჭდავი გამოცდილებითა და დაუვიწყარი მოგონებებით სავსე წელს”, – წერია საელჩოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები