ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი: ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს, აშშ-ში ჩემს წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს
იმნაძის განცხადებით, ტელეკომპანიის სპეკულაცია მიუღებელია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მის ყოფნას ყოფილ სამსახურთან კავშირი არ აქვს.
“ბოლო 3 დღეა TV ფორმულა ავრცელებს, რომ თითქოს მე გავიქეცი სამსახურიდან, დავტოვე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და წავედი ემიგრაციაში.
ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ-ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – არანაირი კავშირი ჩემს აშშ-ში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას კავშირი არ აქვს. პირიქით – მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს!” – წერს უჩა იმნაძე სოციალურ ქსელში.
წყარო: რუსთავი 2