“სამწუხაროა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა Deep state-ის მიერ მართულ იმ ერთობლივ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს” – წილოსანი

“სამწუხაროა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაც შეუერთდა Deep state-ის მიერ მართულ იმ ერთობლივ კამპანიას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს.

“ამ რეზოლუციაშიც ვხედავთ იმ სიცრუესა და ტყუილებს, რომელიც არაერთ სხვა რეზოლუციაში გამოჩნდა, თუმცა ფაქტია, რომ თავადვე ამ რეზოლუციის მხარდამჭერები თუ იქ მყოფი ადამიანებიც, პასუხს ვერ სცემდნენ ჩვენს დელეგაციას კადრს მიღმა, თუ, რატომ მოხდა ასეთი მავნებლური რეზოლუციის ინიციირება და მხარდაჭერა”, – ამბობს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები