რუსეთის სარაკეტო იერიშს ოდესაში სამი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 15 ივლისს უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამი კი დაშავდა.
ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი შენობები. ადგილზე მეხანძრეები, მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობაში ხანძარი გაჩნდა, ხოლო დაზიანებული ტერიტორიების გაწმენდისა და ნანგრევების დაშლის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.