ბანგკოკში ბარში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი კი დაშავდა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ხანძარი ღამის საათებში გაჩნდა. ცეცხლის გავრცელება სწრაფად მოხდა, თუმცა საგანგებო სამსახურებმა მისი გაკონტროლება დაახლოებით 30 წუთში შეძლეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ შორის რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, რათა ხანძრის ზუსტი გამომწვევი მიზეზი დადგინდეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად ელექტროსისტემის გაუმართაობა განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები