ზელენსკი: რუსეთი კვლავ სამოქალაქო ობიექტებს უტევს, უკრაინას კი მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა მორიგი იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს.

მისი თქმით, თავდასხმების სამიზნე გახდა ოდესაში სამგზავრო ავტობუსები, ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და ხარკოვის ოლქში საავადმყოფო.

“რუსეთის მიერ სიცოცხლის წინააღმდეგ წარმოებული ომის ყოველი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, როგორც თავდაცვის, ისე პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და მოსახლეობის დაცვის დამატებითი საშუალებები სჭირდება.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ ზეწოლა მოსკოვზე ახალი სანქციების, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტებისა და ევროპული ანტიბალისტიკური პროექტების მხარდაჭერის გზით.

“ზეწოლამ რუსეთზე უნდა იმუშაოს. უახლოეს პერიოდში გაიმართება შეხვედრები და მოლაპარაკებები, რომლებმაც ჩვენი თავდაცვა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები