რატომ არ ავსებენ სამხედრო მაღალჩინოსნები ქონებრივ დეკლარაციებს – მისცემენ  თუ არა მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში

ედუარდ გოგიაშვილი – საქართველოს შეაიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მრჩეველი, მერაბ ურიდია საჰაერო ძალების ხელმძღვანელი, ავთანდილ ჯიქია – საჰაერო ძალების ბრიგადის შტაბის უფროსი, ჯამბულ ცეცხლაძე საჯაერო ძალების ბრიგადის J-3-ს უფროსი ოფიცერი,  ზურაბ ფოჩხუა – სამხედრო ატაშე უკრაინაში – (ქონებრივი დეკლარაცია მხოლოდ 2010 წელს აქვს შევსებული) – ეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ავიაციისა და საჰერო ძალების მიმართულებით  მომსახურე იმ მაღალი რანგის პირების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც კანონით დაკისრებული ვალდებულების მიუხედავად,  ქონებრივი დეკლარაცია შევსებული არ აქვთ.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქონებრივი დეკლარაციის წარუდგენლობის გამო პირს შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისროს. “კვირა“ დაინტერესდა უფრო კონკრეტულად,  რა სამართლებრივი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს თანამდებობის პირების მიმართ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ქონებრივ დეკლარაციას არ შეავსებენ.
kkkkkk„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ საკითხს ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონის მეოცე მუხლი განსაზღვრავს.
მისი თქმით, თუ თანამდებობის პირი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას არ წარმოადგენს, ის დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში თუკი, ის ჯარიმას არ გადაიხდის,  მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
“ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.  განკარგულებას გამოსცემს ბიუროს უფროსი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.  პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არა უგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ბიუროში წარდგენის შემდეგ. საინტერესოა ისიც, რომ ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ასევე ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ჩადებულია სპეციალური – 355 მუხლი, რაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობას ან დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანს გულისხმობს. მუხლში განმარტებულია, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების სამ წლამდე ჩამორთმევით“, -განმარტავს ნონა ქურდოვანიძე “კვირასთან“ საუბრისას.
20130320153912zaalვინ არის ვალდებული  შეავსოს ქონებრივი დეკლარაციის დოკუმენტი? იურისტები განმარტავენ, რომ კანონის შესაბამისად  ის პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრებმა, მინისტრებმა, მათმა მოადგილეებმა, მოსამართლეებმა, დეპარტამენტის უფროსებმა და მოადგილეებმა, გამგებლებმა, მერმა და  სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა უნდა შეავსონ.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების უპასუხისიმგებლობის გარდა, უწყებაში არსებულ  კიდევ უფრო რთულ პრობლემებს ხედავს „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი.   მან  ალასანიას საკადრო პოლიტიკას “ფეოდალური “ უწოდა და განაცხადება, რომ მინისტრის მოადგილეები და გაცილებით დაბალი რგოლების თანამდებობის პირები დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. კასრელიშვილი შორს დგას იმ პოზიციისგან, რომ ალასანიამ სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების კანონდარღვევებით მიმდინარეობის შესახებ არაფერი იცოდა.
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ალასანია სავალალო შედეგებამდე თავდაცვის სფეროში კომპეტენტური პირების რჩევების გაუთვალისწინებლობამ და ნაკლზე მიმთითებლებისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ მიიყვანა.
კასრელიშვილს ერთ-ერთ მაგალითად  თავდაცვის სამინისტროსგან გამოვლენილი უყურადღებობა მოჰყავს.
“ალასანია ღირსეული მინისტრი რომ ყოფილიყო,  გამოძიების დასრულებამდე უნდა გადამდგარიყო, მაგრამ თუ ის ფიქრობდა, რომ მისი და მისი უწყების სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტიკამპანია ხორციელდებოდა, მაშინ ამის შესახებ საერთაშორისო ადვოკატები უნდა მოეხმო და თავად ადვოკატობა არ უნდა დაეწყო. არ შეიძლება მინისტრი საქმის კურსში არ ყოფილიყო მის უწყებაში მიმდინარე ტენდერებისა და მათი კანონიერად, ან უკანონოდ მიმდინარეობის შესახებ. პრინციპში, მას არც დაუმალავს, რომ ამ ტენდერების საქმის კურსში არ იყო, უბრალოდ ამტკიცებდა, რომ ყველაფერი კანონიერად მიმდინარეობდა. ჩვენ უკვე ორი წელია თავდაცვის სამინისტროს და მინისტრის საქმიანობის ოპონირებას ვეწეოდით. არაერთხელ წამოვწიეთ ეს თემები, რა თემებზეც დღეს უკვე გამოძიებას აქვს კითხვები.
თავდაცვის სამინისტროს  მთავარი პრობლემა ის არის, რომ ის არაკომპეტენტური კადრებით არის დაკომპექტებული, ეს ეხებათ როგორც უკვე ყოფილი მინისტრის მოადგილეებს,  ისე შედარებით ქვედა რგოლებზე მომუშავე პირებსაც. მათ სამინისტრო ფეოდალურ სამთავროს დაამსგავსეს. როცა სამინისტროში ასეთი უკანონობები ხდება,  აუცილებელი არ არის, შენ კურირებდე ამა თუ იმ მიმართულებას, თუ ხედავ კანონდარღვევას,  ხმა უნდა აიმაღლო და  არა სირაქლემას პოზიცია დაიკავო. თუ ამას არ აკეთებ,  ესე იგი ყველა უკანონობის თანამონაწილე ხარ. სანამ ალასანიას მსგავსი ფეოდალური სულისკვეთების მინისტრები თავის მართლების რეჟიმში იყვნენ, ამასობაში რუსები თრუსოს ხეობის წართმევით იმუქრებიან, ხელისუფლება უნდა გამოფხიზლდეს! “ – განუცხადა “კვირას“ – ზაალ კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები