შალვა პაპუაშვილი – საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადასატვირთად ასევე მნიშვნელოვანია ერთმანეთის ინტერესების აღიარება, საერთო ინტერესების ძიება და ამ ინტერესებზე შეთანხმება
“ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადასატვირთად ასევე მნიშვნელოვანია ერთმანეთის ინტერესების აღიარება, საერთო ინტერესების ძიება და ამ ინტერესებზე შეთანხმება,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
“ორ საკითხს გაუსვა ხაზი დელეგაციამ მის განცხადებაში, ეს არის დადასტურება საერთო ფასეულობებისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხანი და სწორედ ამ ვიზიტმაც დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ და ასევე საერთო ინტერესები, იქნება ეს ეკონომიკური, თუ სხვა სახის. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადასატვირთად ასევე მნიშვნელოვანია ერთმანეთის ინტერესების აღიარება, საერთო ინტერესების ძიება და ამ ინტერესებზე შეთანხმება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობდით, რომ ვაცხადებდით მზაობას ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე და დელეგაციის ეს განცხადება სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომები და წარმოდგენა ამ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით რეალიზდა ამ განცხადებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.