უნგრეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის პროცესი შეაჩერა
უნგრეთის ახალმა პარლამენტმა გადაწყვიტა, დაასრულოს ქვეყნის გასვლა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან (ICC), რომელიც ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით წინა მთავრობამ დაიწყო.
მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი წარუდგინა.
„შესაბამის კანონპროექტს მხარი 133-მა დეპუტატმა დაუჭირა, 37-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ხუთმა თავი შეიკავა“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა აგნეს ფორსტჰოფერმა.
უნგრეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის პროცესი 2025 წელს დაიწყო. მაშინ ბუდაპეშტი აცხადებდა, რომ ICC „პოლიტიზებულ ინსტიტუტად“ იქცა.