ლექსო თამაზაშვილი: დღეს პრეზიდენტმა ტაში დაიმსახურა

 

     დღეს პრეზიდენტმა ტაში დაიმსახურა, “ნაციონალური მოძრაობის“ ტაში – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, პრემიერ-მინისტრის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების გადაწყვეტილებას.
“დღეს პრეზიდენტმა ტაში დაიმსახურა “ნაციონალური მოძრაობის“ ტაში“ – წერს ლექსო თამაზაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო დღეს დაადო.
დღესვე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს და მის საკანონმდებლო შეთავაზებას მხარი დაუჭირა.
პრეზიდენტის პროექტს ხმა 95-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი ერთი დეპუტატი წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები