რაზე ისაუბრეს სააკაშვილმა და ბაროზომ – ექსპრეზიდენტის განცხადება

 

         საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
აღნიშნული ინფორმაცია ფეისბუქში ექსპრეზიდენტის პირად გვერდზე გავრცელდა.
ინფორმაციის თანახმად, ბაროზომ და სააკაშვილმა ევროპული და რეგიონალური საკითხები განიხილეს.
“დღეს სატელეფონო საუბარი შედგა მიხეილ სააკაშვილსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს შორის, რომლის პრეზიდენტობის ვადა ახლო მომავალში იწურება. მათ ევროპული და რეგიონალური საკითხები განიხილეს. სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაროზოს ერთობლივი მუშაობისათვის და ყველა იმ ისტორიული ცვლილებისათვის რაც პრეზიდენტმა ბაროზომ რეგიონისათვის გააკეთა. ჟოზე მანუელ ბაროზომ მიხეილ სააკაშვილს რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის მიწოდების პირობებზე მოლაპარაკებების შესახებ უამბო.
პრეზიდენტმა ბაროზომ მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ მათი მეგობრობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები