პუტინი: რუსეთის ფედერაცია თავსმოხვეულ კონფრონტაციაში ჩართვას არ აპირებს

 

     ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გლობალურ და რეგიონალურ პრობლემასთან დაკავშირებით, სამართლიანი და თავაზიანი დიალოგისთვის მზად არის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა დამცავ ხასიათს ატარებს.
პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია თავსმოხვეულ კონფრონტაციაში ჩართვას არ აპირებს და ყველა პრობლემასთან დაკავშირებით სამართლიანი და თავაზიანი დიალოგისთვის მზად არის.
პრეზიდენტმა კრემლში მაღალი პოსტის ოფიცრებთან შეხვედრაზე განაცხადა: „მინდა აღვნიშნო – რუსეთი თავს მოხვეულ კონფრონტაციაში ჩართვას არ აპირებს. ჩვენ მზად ვართ, გლობალურ და რეგიონალურ პრობლემებთან დაკავშირებით სამართლიანი და თავაზიანი დიალოგისთვის. ჩვენი სამხედრო დოქტრინა დამცავ ხასიათს ატარებს. მთავარი ამოცანა მისი რეალიზაციაა – უზრუნველვყოთ ქვეყნის სუვერენიტეტი და სიმშვიდე ჩვენი მოქალაქეებისათვის“.
მან ასევე აღნიშნა, რომ „საჭიროა თანამიმდევრობით და მაღალ დონეზე შესრულდეს გეგმები შეიარაღებული ძალებისა და იმ სტრუქტურების გასაუმჯობესებლად, რომლებიც ნაციონალურ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები