დონბასში სროლის შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 6 კი დაიჭრა

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემდეგ სროლისას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 6 კი დაიჭრა. ამის შესახებ მეამბოხეების პრესსამსახური იუწყება.
„დღის განმავლობაში უკრაინული მხარის მხრიდან დაფიქსირებულია ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის 12 შემთხვევა… სიტუაცია კვლავ დაძაბულად რჩება. მხარეების შეხების ხაზის რაიონებში უკრაინულმა ჯარებმა საბრძოლო მოქმედებების გააქტიურება მოახდინეს“, – ნათქვამია განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, დილით სროლა გორლოვკაში დაიწყო, სადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები