Apple -ის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ გეია
Apple -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა გადაწყვიტა თავისი არატრადიციული ორიენტაცია აღარ დაემალა და აღიარა, რომ გეია.
„აქამდე ჩემი ორიენტაციის შესახებ ღიად არასდროს მისაუბრია. ახლა მე მინდა სიცხადე შევიტანო: მე ვამაყობ იმით, რომ გეი ვარ და ვთვლი, რომ ეს ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია”, – განაცხადა ტიმ კუკმა.
Apple -ის ხელმძღვანელის გაკეთებული განცხადების შემდეგ კომპანიის აქციები ბაზარზე 0,73%-ით გაუფასურდა.