ჩინეთში გვამების გაყიდვისთვის 11 კაცი დააკავეს

„საუს ჩაინა მორნინგ პოსტის“ ინფორმაციით, ჩინეთში შანდუნის პროვინციის პოლიციამ 11 -კაციანი ჯგუფი დააკავა, რომლებიც საქორწინო რიტუალისთვის საფლავებს თხრიდნენ და გვამებს ყიდდნენ. მსჯავრდებულებს სამი წლით პატიმრობა ემუქრებათ.
გამომცემლობის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაჯგუფების შესახებ მარტში შეიტყვეს, როდესაც „მესაფლავეებმა“ სამი თვის გვამი ამოთხარეს და სამი ათას დოლარად გაყიდეს, რომელიც შემდგომ ჩინეთში „მინხიუნისთვის“ ე.წ „სიკვდილის მერე ქორწინებისთვის“ გამოიყენეს.
დაჯგუფების ლიდერმა ვანმა განაცხადა, რომ რაც უფრო ახალია გვამი, მით უფრო ძვირია. „ბებერი ძვლები ერთი ფენიც არ ღირს, ხოლო ახლად დამარხული გვამი უკვე სიმდიდრეა“,- დაამატა მან.
გვამების მოპარვა ჩინეთში კანონით ისჯება და სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მინხუნი“ ჩინეთში საკმაოდ გავრცელებული რიტუალია. ჩინეთის რელიგიის თანახმად, თუ ადამიანი დაუქორწინებელი მიდის ამ ქვეყნიდან, მის ნათესავებს შუძლიათ, ჩაატარონ ეს რიტუალი, დააქორწინონ ამ ქვეყანაში, რათა სასუფეველში მეუღლესთან ერთად იყოს. მსგავსი ცერემონიისთვის მკვდრების ორივე ოჯახის თანხმობაა საჭირო, მაგრამ ჩინეთის სახალხო რესპულიკაში არსებობს „შავი ბაზარი“, სადაც ქალების გვამები იყიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები