BBC: აშშ-მ ისლამურ სახელმწიფოზე 10 ავიადარტყმა განახორციელა

დარტყმის შედეგად ერაყის საზღვარზე, დეირ ეზ-ზორის პროვინციაში ისლამური სახელმწიფოს შტაბ-ბინის შენობა და ქალაქ რაკასთან მდებარე ისლამისტების შენობა დაზიანდა.
აშშ-ს „ცენტრალურმა მეთაურობამ“ (CENTCOM) განაცხადა, რომ სირიაში, ქალაქ კაბანის რაიონში, სადაც ისლამისტებს იერიშს მიაქვთ „ისლამურ სახელმწიფოზე“, აშშ-ს თვითმფრინავებმა 10 ავიადარტყმა განახორციელეს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ავიადარტყმები ოთხშაბათს და ხუთშაბათს განხორციელდა, რის შედეგადაც ისლამური მებრძოლების ორი რაზმი, შვიდი საცეცხლე პოზიცია და ხუთი ისლამური შენობა განადგურდა.
ამის გარდა, დარტყმის შედეგად ერაყის საზღვარზე, დეირ ეზ-ზორის პროვინციაში ისლამური სახელმწიფოს შტაბ-ბინა და ქალაქ რაკასთან მდებარე ისლამისტების შენობა დაზიანდა.
აშშ-მ მოკავშირეების, მათ შორის, არაბეთის ქვეყნების მხარდაჭერით, 23 სექტემბერს სირიაში „ისლამურ სახელმწიფოზე“ავიადარტყმების განხორციელება დაიწყო. აგვისტოდან ანალოგიური ოპერაცია ერაყში მიმდინარეობს. აშშ სირიის სახელმწიფოს უნებართვოდ მოქმედებს. ვაშინგტონი მხარს უჭერს სირიის შეიარაღებულ ოპერაციას, რომელიც იბრძვის, როგორც სახელმწიფოს ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ. „ისლამური სახელმწიფო“ 40 დღეა ქალაქ კაბანში ქურთების ავტონომიურ ადმინისტრაციას ბომბავს. დაახლოებით 200 ათასი სამშვიდობო მოსახლე კაბანიდან მეზობელ თურქეთში გაიქცა.
ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ამა წლის ზაფხულში სირიაში და ერაყში დატყვევებულ ტერიტორიებზე „ხალიფატი“გამოაცხადა. ისლამურმა სახელმწიფომ სასტიკი რეპუტაცია და უდიდესი ძალა სირიის ტერიტორიაზე სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მოიპოვა. ბრძოლის შედეგად რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოსახლე გარდაიცვალა, ასი ათასობით ლტოლვილი გაჩნდა და რამდენიმე ათასი ადამიანი მძევლად აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები