ნინი ბადურაშვილი: მე სრულიად მართებულად მიმაჩნია ტელევიზიის პოზიცია
ნინი ბადურაშვილი პროექტ „ნიჭიერის“ კონკურსანტის ამალია ჯიბლაძის გამოსვლას გამოხმაურა და სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
„როდესაც ხედავ რომ უდაოდ ნიჭიერია ადამიანი და შეიძლება დიდი დარბაზის წინაშე გამოუცდელობის გამო დაფრთხეს და ვერ გამოავლინოს ბოლომდე მისი ნიჭიერება (მითუმეტეს როგორი ემოციურიც ქალბატონი ამალია ბრძანდება),მე სრულიად მართებულად მიმაჩნია ტელევიზიის პოზიცია ხელი შეუწყოს და არ დაიკარგოს უდაო ტალანტი!“