შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას

“არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ მომხდარა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თინა ბოკუჩავას პარტია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობიდან ხსნიან.

„რასაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, არის ის, რომ კვლავ ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაცია. ასეთი ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, არ ყოფილა. ასე რომ, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აქვს არა რაიმე იდეოლოგიური ან გეგმებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ ეს კონფლიქტი არის იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება ყოჩი და ვინ იქნება ცხვარი. აი, ამაზე მიდის დღეს დავა შიგნით. ჩანს კიდეც, ვის უნდა იქ ყოჩობა და ვის ხედავენ ისინი ცხვრებად. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები