ალექსანდრე დარახველიძემ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან, არტურ ერკენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან, არტურ ერკენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებზე მიგრაციის სფეროში. ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების კონტექსტში, ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა უწყების მიერ განხორციელებულ იმ ეფექტიან ღონისძიებებს, რომელიც უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ არის მიმართული.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ლარს იოჰან ლონბაკი.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ არტურ ერკენს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები