თორნიკე ჭეიშვილი: მიგრაციის გამოწვევა კვლავ რჩება დღის წესრიგში და ინტერპელაციის ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, რომ პრემიერთან ერთად ვიმსჯელოთ სამომავლოდ რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი
“გამოწვევა კვლავ რჩება დღის წესრიგში და ინტერპელაციის ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, სამომავლოდ რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში განხორციელებული კონკრეტული ქმედითი ღონისძიებები სახელმწიფოს აძლევს გაცილებით მეტ შესაძლებლობას, რათა უფრო ეფექტიანად ებრძოლოს ამ გამოწვევას.
„დღეს თანამედროვე მსოფლიოში არალეგალური მიგრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განხორციელებული კონკრეტული ქმედითი ზომები, ღონისძიებები, რომელიც სახელმწიფოს აძლევს გაცილებით მეტ შესაძლებლობას იმისათვის, რათა უფრო ეფექტიანად ებრძოლოს ამ გამოწვევას. თუმცა გამოწვევა კვლავ რჩება დღის წესრიგში და ინტერპელაციის ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, ვიმსჯელოთ იმის თაობაზე, სამომავლოდ რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი პრემიერ- მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს.