გურამ მაჭარაშვილი: “გრანტების შესახებ” კანონი იცავს საქართველოს სუვერენიტეტს

“გრანტების შესახებ” კანონი იცავს საქართველოს სუვერენიტეტს,”- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის წინააღმდეგია ე.წ. დიფ სთეითი და მისი წარმომადგენლობა საქართველოში.

გრანტების შესახებ კანონი იცავს საქართველოს სუვერენიტეტს. რაც იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წინააღმდეგია ე.წ. დიფ სთეითი და მისი წარმომადგენლობა საქართველოში. რაც შეეხება იმ მუხლს, სადაც ასევე სუვერენიტეტის დაცვაზეა საუბარი, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დაცვაზეა საუბარი, რომ შენ თუ ილაშქრებ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ თუ არავის და არაფერს არ აღიარებ და ამის ქმედებისკენ მოუწოდებ საზოგადოებსა და ა.შ. ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ამაზე იქნება რეაგირება,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები