თორნიკე ფაღავა – გახარიას პარტიის წევრებს კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რატომ შეიქმნა რეგიონული განვითარების სამინისტრო – იქნება უბრალოდ მარტივი და იაფფასიანი წარმოდგენა

“გახარიას პარტიის წევრებს კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რატომ შეიქმნა რეგიონული განვითარების სამინისტრო,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ გახარიას პარტიის მიერ პარლამენტში დღეს რეგიონული განვითარების მინისტრის დაბარებაზე საუბრისას განაცხადა.

„კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რატომ შეიქმნა რეგიონული განვითარების სამინისტრო. მას ღიად და საჯაროდ ამბობენ, რაც ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის არის გაუგებარი. ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მეტი უფლებამოსილება მივცეთ რეგიონებს, ამის გამო შეიქმნა სამინისტრო და ამას შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ დიდად შინაარსობრივ საუბარს, ან დისკუსიას არ ექნება ადგილი მათი გახარიას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. იქნება უბრალოდ მარტივი და იაფფასიანი წარმოდგენა“, – აღნიშნა ფაღავამ.

შეგახსენებთ, დეპუტატების წინაშე დღეს რეგიონული განვითარების მინისტრი წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები