ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სავანეთისა და ტალავერის მოსახლეობას შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სოფელ სავანეთისა და ტალავერის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის  მერთან ზამურ ჭითანავასთან ერთად, ადგილობრივების საჭიროებები და წინადადებები მოისმინა. შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობამ ისაუბრა სოფლებში არსებული გამოწვევების შესახებ, დაასახელა პრიორიტეტული მიმართულებები და გამოთქვა საკუთარი ხედვა, თუ რა პროექტების განხორციელება სურთ  მიმდინარე წლის პროგრამის ფარგლებში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში შეირჩეს ის პროექტები, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.“- აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის პოზიცია და პროგრამის ფარგლებში შეირჩეს ის პროექტები, რომლებიც რეალურად პასუხობს სოფლების ინტერესებსა და საჭიროებებს.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ: ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ტალავერის  თემის მაჟორიტარი დოსტუ აშიროვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თურალ ვალიევი და თვითმმართველობის სახვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები