ოზურგეთის მერიაში მოქალაქეებთან შეხვედრა მიმდინარეობს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივებს ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მოადგილეებთან – ბექა ჩხიკვიშვილთან, გურამ გოლიაძესთან და სოფო რამიშვილთან ერთად ხვდება და მათ საჭიროებებს ეცნობა.
მერიის ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე მერმა აღნიშნა, მოქალაქეთა მიღებაზე დასმული თითოეული საკითხი, შემდგომი რეაგირებისთვის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს გადაეცემა.