ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6838 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6856 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1980 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1857 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0123 ლარი შეადგინა.