“ჰელსინკის კომისია, სამწუხაროდ, გადაქცეულია იმ ძალებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც ე.წ. დიფ სთეითისა და გლობალური ომის პარტიის გავლენებს არ ექვემდებარებიან,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩახუტებულია კოლექტიურ “ნაცმოძრაობასთან”.
“ჰელსინკის კომისია, რომელსაც ადრე ჰქონდა შესაბამისი მაღალი რეპუტაცია, ახლა, სამწუხაროდ, გადაქცეულია იმ ძალებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც ე.წ. დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის გავლენებს არ ექვემდებარებიან და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან სარგებლობენ. ამის კლასიკური მაგალითია მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ასე ჩახუტებულია კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებთან,” – აცხადებს არჩილ გორდულაძე.