მარიამ ლაშხი: ეს არის ფაქტების კიდევ ერთი კონსტატაცია, როდესაც ვხედავთ რომ ევრობიუროკრატები უხეშად ერევიან შიდა პოლიტიკაში და ამასთან ერთად აწესებენ რა უნდა იყოს ცენზურა
“ეს არის ფაქტების კიდევ ერთი კონსტატაცია, როდესაც ვხედავთ რომ ევრობიუროკრატები უხეშად ერევიან შიდა პოლიტიკაში და ამასთან ერთად აწესებენ რა უნდა იყოს ცენზურა,“- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედურ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„სწორედ ეს არის ის, რაც პირველ რიგში ეწინააღმდეგება ამ გაერთიანების მთავარ არსს და რომლითაც პირველ რიგში სწორედ ის ბიუროკრატები ზიანს აყენებენ ევროკავშირს“, – აცხადებს ლაშხი.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.