ელისო ბოლქვაძე და ირაკლი ცეცხლაძე ქობულეთში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე და ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
“ელისო ბოლქვაძემ შეხვედრაზე ისაუბრა სამინისტროს მიზნებზე, კულტურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში მუნიციპალიტეტების თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილა სახელოვნებო სკოლების განვითარებასა და კულტურის ცენტრების გაძლიერებაზე, ასევე მაღალმთიან სოფლებში შემოქმედებითი პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პროგრამებზე.
მუნიციპალიტეტებში გასვლითი შეხვედრების მიზანია სამინისტროს პროგრამებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება, ასევე კულტურის მიმართულებით არსებული საჭიროებების ადგილზე გაცნობა, გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და მათ მოსაგვარებლად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.
შეხვედრას კულტურის მინისტრის მოადგილეები – ვლადიმერ მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, ქობულეთის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ცოტნე ანანიძე , საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ ჟღენტი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.