კოლუმბიის ლიდერმა ტრამპს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გასამართლებელი ნარკობარონების სია გადასცა
კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ, განაცხადა, რომ მან თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ნარკობარონების სახელების სია გადასცა და მათ წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ნარკოტიკებით ვაჭრობის წინა ხაზზე დუბაიში, მადრიდსა და მაიამიში მცხოვრები პირები არიან. მათი და მათთან დაკავშირებული პირების სახელები პრეზიდენტ ტრამპს გადავეცი. ესენი არიან მთავარი ლიდერები. ჩვენ ერთობლივად უნდა გამოვიძიოთ მათი საქმე სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობით“, – განაცხადა მან ვაშინგტონში ამერიკელ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
პეტროს თქმით, ტრანსნაციონალური ნარკოტიკებით ვაჭრობის დასამარცხებლად, პირველ რიგში, აუცილებელია კრიმინალური ქსელების ლიდერების დაპატიმრება, რომელთა შორის კოლუმბიელებიც არიან, თუმცა ისინი უმრავლესობას არ წარმოადგენენ.