ბოლნისის მერიის ორგანიზებით, ბოლნისში ცენტრალური საავტომობილო გზის გადარეცხვის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განხორციელდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ ბოლნისში ცენტრალური საავტომობილო გზის გადარეცხვის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განხორციელდა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
“მოსული ძლიერი თოვლის გამო, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობდა. პარალელურად, გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, იყრებოდა ტექნიკური მარილი და ხრეში.
ქალაქის ცენტრალური გზის სრულყოფილი დასუფთავების მიზნით, 3 თებერვალს, მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა გზის გადარეცხვის სამუშაოები”, – წერია ინფორმაციაში.