აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სამინისტროს 2026 წლის პროგრამების პრეზენტაცია გამართა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სამინისტროს 2026 წლის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

უწყების პიარსამსახურის ცნობით, შეხვედრების ფარგლებში ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს დეტალურად გააცნო დაგეგმილი მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას, წარმოების ზრდასა და ფერმერთა ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

“პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მინისტრმა ფერმერების კითხვებს უპასუხა და ადგილზე მოისმინა მათი საჭიროებები და გამოწვევები.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2026 წელს განახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ორ კომპონენტს მოიცავს. საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდება 2 500 პროექტი, ხოლო სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში არანაკლებ 7 პროექტი.

შეხვედრებს ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერები, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები