გოგა თალაშვილმა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026”-ის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გოგა თალაშვილმა, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026”-ის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2026 წელს, პროგრამის განხორციელების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის მთავრობის განკარგულებით გამოყოფილ თანხას, რომელიც 846 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის 61 სოფელზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება.
“ასევე განიხილეს პროექტების საორიენტაციო ზღვრული ღირებულება და პროგრამასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის განისაზღვრა მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და საერთო კრებების ჩატარების თარიღი.
შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – გიორგი კვახაძე, გიორგი ჯიქია, მერის წარმომადგენლები და სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.