სულხან თამაზაშვილმა ხელვაჩაურში ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა.

“განახლდა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, შიდა და გარე სპორტული სივრცეები, კომპიუტერული კლასი და სხვა სასკოლო სივრცეები. ასევე, კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია, შეიცვალა სახურავი და შეიფუთა შენობის ფასადი.

სკოლაში შეიქმნა ინკლუზიური განათლებისთვის განკუთვნილი შესაბამისი სივრცე და შენობა სრულად ადაპტირდა სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს განხორციელებული სამუშაოები აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გააცნო.

განახლებული სკოლა, ასევე, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერეს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები