ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან ერთად ჩხოროწყუს უფასო სასადილოს ესტუმრა, სადაც ბენეფიციარებსა და სასადილოს თანამშრომლებს შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან ერთად, დღეს ჩხოროწყუს უფასო სასადილოს ესტუმრა, სადაც ბენეფიციარებსა და სასადილოს თანამშრომლებს შეხვდა.

ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერი ადგილზე გაეცნო სასადილოში არსებულ საჭიროებებს.
“ჯუმბერ იზორიამ შესაბამის სამსახურებს დაავალა, ერთი თვის ვადაში განხორციელდეს სასადილოს ინფრასტრუქტურის განახლება და საჭირო ტექნიკის უზრუნველყოფა.
სასადილომ ფუნქციონირება დღეიდან განაახლა. ამ ეტაპზე სასადილოს მომსახურებით 35 ბენეფიციარი ისარგებლებს და ისინი ყოველდღიურად მიიღებენ საკვებით უზრუნველყოფას.
ბენეფიციართა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას სრულად აფინანსებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია. მიმდინარე წლიდან პროგრამის დაფინანსება 40%-ით გაიზარდა, რაც ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი მენიუს მრავალფეროვნებაზეც აისახა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები