ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შ.პ.ს. ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელად ირაკლი სალუქვაძე დაინიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შ.პ.ს. ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელად ირაკლი სალუქვაძე დაინიშნა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

“ახალი დირექტორი კომპანიის თანამშრომლებს ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ, მოადგილეებთან ბექა ჩხიკვიშვილთან და გურამ გოლიაძესთან ერთად წარუდგინა.
პაატა კუნჭულიამ ირაკლი სალუქვაძეს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და თანამშრომლებთან აღნიშნა, რომ მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, სატრანსპორტო მიმართულებით.
მერმა ხაზი გაუსვა ახალი ხელმძღვანელის პროფესიონალიზმსა და ხედვას, რაც მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სისტემის განვითარებასა და მოქალაქეებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები