„ჩემი ნაშრომი მიზნად ისახავს ტკივილის მართვის ხარისხის სისტემურ გაუმჯობესებას“ – დოქტორანტ შორენა გაბედავას ფართომასშტაბიანი კვლევა და პროფესიული ძალისხმევა

დაიბადთბილისში, 138-ე საჯარო სკოლის პარალელურადტექნიკმში  საექთნო საქმეს სწავლობდა.
სწავლა გააგრძელ სოხუმის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის შემდეგ მუშაობა დაიწყ ღუდუშაურის კლინიკაში,  სხვადასხვა პოზიციაზე.  ამავე კლინიკაში ხანგრძლივად მუშაობდა ანესთეზია რეანიმაციულ განყოფილებაში ანესთეზისტის პოსტზე. შემდეგ – თოდუას კლინიკაში ანესთზიარეანიმაციის მთავარ ანესთეზისტად და მოგვიანებით, კლინიკის საექთნო მიმართულების ხელმძღვანელის პოსტზე.
წარჩინებით დაამთავრა თსუ  მაგისტრატურის მედიცინის ფაკულტეტ, იყო მერიის სტიპენდიატი.
2024 წლიდან თსუ სადოქტორო პროგრამის  „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“  მეორე კურსის სტუდენტია.  სადოქტორო პროგრამის თემა: ტკივილის მართვის სერვისების მიმართ სამედიცინო პერსონალის ცოდნა-დამოკიდებულების შეფასება საქართველოში.
ამბობს, რომ იწყებ ფართომასშტაბიან კვლევას დოქტორანტურის თემაზე – ტკივილის მართვა, სადაც რესპონდენტები – საქართველოში მომუშავე ექიმები და ექთნები გამოკითხებიან მის მიერ შედგენილი კითხვარით.
არის ასევე  საქართველოს ეპიდემიოლოგთა ასოციაციის წევრი. – დოქტორანტ შორენა გაბედავას პერსონა.

 – ოჯახი  და ბავშვობა…  საინტერესო ბავშვობის წლებიდან?
– დავიბადე თბილისში. გავიზარდე ტრადიციულ ოჯახში, მამა ინგლისური ენის პედაგოგია, დედა ამჟამად არის დიასახლისი. მყავს არაჩვეულებრივი ძმა და ძმისშვილები.
ბავშვობა ჩემთვის ასოცირდება სითბოსთან, უსაფრთხოებასთან და იმ ემოციურ გარემოსთან, სადაც ვისწავლე ნდობა და ადამიანებთან ურთიერთობა. ჩემი ბავშვობის წლები სავსე იყო ოჯახის წევრებისგან წამოსული სითბოთი და სიყვარულით, თამაშით, თავისუფლებით. სწორედ  ბავშვობაში ჩამომიყალიბდა ის ღირებულებები, რასაც ჰქვია პატივისცემა, შრომისმოყვარეობა და გულწრფელობა. ბავშვობის  წლები მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
– სკოლაში სწავლის პარალელურად საექთნო საქმე შეისწავლეთ…
– სკოლაში სწავლის პარალელურად საექთნო საქმის შესწავლის გადაწყვეტილება განპირობებული იყო როგორც პროფესიული ინტერესით, ასევე პიროვნული ღირებულებებით. ბავშვობიდანვე მქონდა ადამიანების დახმარების სურვილი და მაღალი ემპათია, რაც შემდგომში გაცნობიერებულ პროფესიულ მიზნად ჩამომიყალიბდა.
საექთნო საქმე ჩემთვის ასოცირდებოდა პასუხისმგებლობასთან, ჰუმანურობასთან და უშუალო ზრუნვასთან პაციენტებზე. სწორედ ამ სფეროში დავინახე შესაძლებლობა, პრაქტიკულად გამომეყენებინა ჩემი უნარები და მიმეღო რეალური გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში. ამ გადაწყვეტილებამ საფუძველი ჩაუყარა ჩემს  პროფესიულ განვითარებას და განსაზღვრა ჩემი კარიერული მიმართულება.
– ბიოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობდით. იოლი არ იქნებოდა ანესთეზისტად  მუშაობა, თან რეანიმაციაში…
– ჩავაბარე ბიოლოგიის ფაკულტეტზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე ღუდუშაურის კლინიკაში ეკონომიური სამსახურის მიმართულებით,  შემდეგ მუშაობა გავაგრძელე ამავე კლინიკაში ანესთეზიოლოგია – რეანიმაციულ განყოფილებაში ანესთეზისტის პოზიციაზე. სადაც მუშაობდა პროფესიონალ ანესთეზიოლოგთა გუნდი, მათგან მივიღე ძალიან დიდი ცოდნა გამოცდილება და პროფესიული წინსვლა.
ანესთეზისტად მუშაობა იყო ერთ-ერთ ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და მაღალი დატვირთვის მქონე სამსახური ჩემთვის. ეს მიმართულება მოითხოვს მუდმივ კონცენტრაციას, სწრაფ გადაწყვეტილებებს და მაღალი პროფესიული სიზუსტის დაცვას, ვინაიდან პაციენტის მდგომარეობა ხშირად კრიტიკულია და დროის ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
– ერთხანს კლინიკის საექთნო მიმართულების ხელმძღვანელი პოსტზეც მუშაობდით… რა შეგძინათ იმ წლებმა?
–  საექთნო მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანი პროფესიული განვითარების ეტაპი იყო. ხელმძღვანელობის პროცესში ვისწავლე გუნდის ეფექტური მართვა, პასუხისმგებლობის გადანაწილება და პროფესიული გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული იყო თანამშრომელთა განვითარებისა და პაციენტზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებაზე. აღნიშნულმა წლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებასა და შემდგომ კარიერულ წინსვლაში.
– თსუ მაგისტრატურის მედიცინის ფაკულტეტის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ წარჩინებით დასრულების შემდეგ დოქტორანტურაში განაგრძეთ სწავლა… ,,იწყებთ ფართომასშტაბიან კვლევას დოქტორანტურის თემაზე – ტკივილის მართვა. ტკივილის მართვაზეა დოქტორანტურის თემაც… რატომ ეს თემა?  რამ დაგაინტერესათ?
– მაგისტრატურის დასრულების შემდეგ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება ჩემთვის ლოგიკური და გააზრებული ნაბიჯი იყო. ამ ეტაპზე უკვე მკაფიოდ მქონდა ჩამოყალიბებული კვლევითი ინტერესები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებოდა კლინიკურ პრაქტიკასა და ჯანდაცვის სისტემის საჭიროებებს.
ფართომასშტაბიანი კვლევის თემად ტკივილის მართვის შერჩევა განპირობებული იყო როგორც პრაქტიკული გამოცდილებით, ასევე აკადემიური ინტერესით. ტკივილის მართვა წარმოადგენს თანამედროვე მედიცინისა და საექიმო პრაქტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. აღნიშნული თემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირობებში, სადაც აუცილებელია მულტიდისციპლინური მიდგომა, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პროტოკოლები და პერსონალის უწყვეტი განათლება.
ამიტომ, აღნიშნული თემის არჩევა ეფუძნება სურვილს, ჩემი კვლევით ხელი შევუწყო კლინიკური პრაქტიკის გაუმჯობესებას, პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების გაძლიერებას და ჯანდაცვის სისტემაში ხარისხის ამაღლებას.
– რა დასკვნამდე მიხვედით, ქრონიკული ტკივილის მართვისთვის რა არის გაკეთებული და სამომავლოდ  რა სიახლეს გვთავაზობთ?
– ბოლო წლებში ტკივილის მართვა ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რამაც გააუმჯობესა როგორც ქრონიკული, ისე მწვავე ტკივილის მკურნალობა. პირველ რიგში, ფართოდ დაინერგა ტკივილის შეფასების სპეციალური შკალები, რომლებიც ექიმებს და ექთნებს ეხმარება ტკივილის სიმძიმის სწორად შეფასებასა და მკურნალობის მორგებაში პაციენტის საჭიროებებზე. განვითარდა სპეციალური ინტერვენციული მეთოდებიც, როგორიცაა ნერვული ბლოკადები და მინიმალურად ინვაზიური პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მაშინ, როცა ჩვეულებრივი მკურნალობა საკმარისი აღარ არის. ამ ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ტკივილის კონტროლი და პაციენტთა ცხოვრების ხარისხი.
სამომავლოდ აუცილებელია გაკეთდეს ტკივილის მართვის ცენტრები სხვადასხვა რეგიონში, დაინერგოს ექიმებისა და ექთნების სპეციალიზებული ტრენინგები  ქრონიკული ტკივილის მართვაში, ასევე, კიდევ უფრო გაიზარდოს ხელმისაწვდომობა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში.
ჩემი კვლევით გთავაზობთ, რომ ქრონიკული ტკივილის მართვის პროცესი კომპლექსურად შეფასდება ექიმის და ექთნის როლის, პაციენტის გამოცდილებისა და ორგანიზაციული ფაქტორების ერთიან ჭრილში.  წარმოდგენილი იქნება მოდელი, რომელიც აერთიანებს კლინიკურ, საგანმანათლებლო და მენეჯერულ კომპეტენციებს და მიზნად ისახავს ტკივილის მართვის ხარისხის სისტემურ გაუმჯობესებას.
– საქართველოს ეპიდემიოლოგთა ასოციაციის წევრი რას იტყოდით ბოლო წლებში ასოციაციის საქმიანობაზე, კორონავირუსიდან დაწყებული ეპიდემიები ხშირად გვიტევს სხვადასხვა ვირუსის სახით. ინფექციების პრევენციებსა და კონტროლზე ხომ ბევრი რამაა დამოკიდებული… და ეპიდემიოლოგთა პასუხისმგებლობაც ბუნებრივია, დიდია…
– ბოლო წლებში საქართველოს ეპიდემიოლოგთა ასოციაციის საქმიანობა განსაკუთრებულად აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდა, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული. პანდემიამ ნათლად აჩვენა, რომ ინფექციური დაავადებები კვლავ წარმოადგენს გლობალურ და ეროვნულ საფრთხეს და მათი პრევენცია და კონტროლი დამოკიდებულია ძლიერი ეპიდემიოლოგიური სისტემის არსებობაზე.
ასოციაციის ჩართულობა გამოიხატება როგორც პროფესიული რეკომენდაციების შემუშავებაში, ასევე ჯანდაცვის პერსონალის ინფორმირებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფექციების კონტროლის პროტოკოლების განახლებას, ტრენინგების ორგანიზებას და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას.
დღეს, როდესაც სხვადასხვა ვირუსული ინფექცია პერიოდულად იჩენს თავს, ეპიდემიოლოგთა როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ინფექციების პრევენცია და კონტროლი არა მხოლოდ დაავადებების გავრცელების შეზღუდვას ემსახურება, არამედ იცავს როგორც პაციენტებს, ისე სამედიცინო პერსონალს.
ამ პროცესში ეპიდემიოლოგებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს ეკისრებათ მაღალი პასუხისმგებლობა, მათ პროფესიულ ძალისხმევაზეა დამოკიდებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და სისტემის მდგრადობა.
– ჰობი…
–  წიგნების კითხვა, ფილმების ყურება და მშვიდ გარემოში დროის გატარება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
– რას ნიშნავს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის დოქტორანტობა თქვენთვის?
– საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის დოქტორანტობა ჩემთვის წარმოადგენს როგორც პროფესიული განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს, ასევე მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას. ეს სტატუსი მაძლევს  შესაძლებლობას, მეცნიერულ დონეზე შევისწავლო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ჩემი კვლევითი საქმიანობით ხელი შევუწყო მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.
ჩემს პროფესიას ვაღიარებ, როგორც პასუხისმგებლობას საზოგადოებისა და სამედიცინო სფეროს წინაშე და როგორც შესაძლებლობას, რეალური წვლილი შევიტანო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარების პროცესში.
– სამომავლო გეგმები…
–  გეგმები უკავშირდება როგორც აკადემიურ, ასევე კლინიკურ განვითარებას. ვგეგმავ დოქტორანტურის წარმატებით დასრულებას და კვლევითი საქმიანობის გაგრძელებას ტკივილის მართვის მიმართულებით, რათა ჩემი ნაშრომებით ხელი შევუწყო მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის გაძლიერებას.
პარალელურად მიზნად ვისახავ პროფესიული კვალიფიკაციის მუდმივ გაუმჯობესებას, საერთაშორისო კონფერენციებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას.
გრძელვადიან პერსპექტივაში მსურს ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო ჯანდაცვის სისტემის განვითარების, სამედიცინო განათლების გაუმჯობესებისა და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების ხარისხის ამაღლებისთვის.

 

                                                                                      თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები