გორის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად ექვს სოფელში იმყოფებოდა.
“ადგილობრივებმა 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში შეარჩევენ.
თითოეულ სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
2026 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 19 თებერვლის ჩათვლით გრძელდება”,- წერია ინფორმაციაში.