გაფიცვა რუსთავის აზოტის ქარხანაში – თანამშრომლები ხელფასების მატებას ითხოვენ
რუსთავის აზოტის ქარხანაში თანამშრომლები გაიფიცნენ.
ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.
გაფიცულების თქმით, ხელმძღვანელობა მათ ხელფასები მხოლოდ 4 პროცენტით გაზრდას სთავაზობს, რაც აქციის მონაწილეების თქმით, საშუალოდ 40 ლარამდეა.
მათი განცხადებით, აღნიშნული შეთავაზება მათთვის მიუღებელია.
“ჩვენი მოთხოვნაა ფიქსირებული თანხის მომატება. ადმინისტრაცია თანახმა არ არის.
ვიქნებით ასე მანამ სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”,- ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.