მარტვილის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარტვილი-მარტვილის მონასტრის საავტომობილო გზის 1.3 კმ-იანი მონაკვეთის (0-კმ1) რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზა მარტვილის ცენტრიდან სამონასტრო კომპლექსამდე მიდის და გადის როგორც დასახლებულ, ასევე დაუსახლებელ ტერიტორიაზე.
“გზა ამორტიზირებულია და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას.
1.3 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი, მარტვილის სამონასტრი კომპლექსამდე მომლოცველებისა და ტურისტების განახლებული და კომფორტული გზით მისვლას უზრუნველყოფს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 4 495 185 ლარს შეადგენს.
შესყიდვის ბმული:
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარტვილი – მარტვილის მონასტრის საავტომობილო გზის კმ0 – კმ1 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები – https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663446&lang=ge”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები