სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურიდიული წლის გახსნის ცერემონიაზე პირველად აჟღერდა ქართული სიმღერა ფოლკლორული ანსამბლი ,,ფაზისის” შესრულებით

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) 2026 იურიდიული წლის გახსნის ცერემონიაზე პირველად აჟღერდა ქართული სიმღერა ფოლკლორული ანსამბლი ,,ფაზისის” შესრულებით. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 27 იანვარს, 2026 იურიდიული წლის გახსნის ღონისძიებაზე, საქართველოს სახელით, სპეციალური მიწვევით წარდგა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი ,,ფაზისი’’. შესრულდა 2 ხალხური სიმღერა : ოდოია და ცედური მრავალჟამიერი.

“ქართული ანსამბლის სასამართლოში მიწვევის იდეის ინიცირებისა და მხარდაჭერისათვის, მადლობას ვუხდით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს ქალბატონ ტომოკო აკანეს და ქართველ მოსამართლეს ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს.

,,ფაზისის” შესრულებული სიმღერები ჰააგის სასამართლოს დარბაზში: https://www.facebook.com/reel/1676868026610530/?s=single_unit,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები