ხულოს მერიის მხარდაჭერითა და კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, დაბა ხულოში, ჭადრაკში მუნიციპალური პირველობა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, დაბა ხულოში, ჭადრაკში მუნიციპალური პირველობა გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურნირი ფიდეს წესების მიხედვით, 7 ტურად ჩატარდა, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 94 სპორტსმენმა, რომელთა შორის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 5 ასაკობრივ ჯგუფში.
“მუნიციპალური პირველობის მიზანს წარმოადგენს, ხულოს მუნიციპალიტეტში ჭადრაკის პოპულარიზაცია და მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდის დაკომპლექტება.
ტურნირს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მან სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცა, მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს სპორტის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის.
გამარჯვებულ სპორტსმენებს გადაეცათ თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდო”,- წერია ინფორმაციაში.