ილია ვერძაძე საქართველოს პრემიერის მიერ ინიცირებული პოლიტიკური დებატების თემას ეხმაურება
„როდესაც სასწორზე საქართველოს ბედია, იქ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს, აქ კომპრომისი არ არსებობს“, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე აცხადებს.
ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული დებატების თემას დადებითად აფასებს.
„დებატები უნდა ეხებოდეს ქვეყნის უკეთეს და სტაბილურ განვითარებას. სწორედ ამ კონკრეტულ ველზე დაბრუნებას ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. გარწმუნებთ, რომ ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია არა ვინმე, თუნდაც მაღალი რანგის პოლიტიკოსის განცხადებით, ან რაიმე სახის ზეწოლით, არამედ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, მისი მოსახლეობის ინტერესებით, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას“, – აღნიშნავს ილია ვერძაძე.