ხულოს მერმა სამუშაო თათბირი გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, სამსახურებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

“თათბირის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზამთრის პერიოდში ჩატარებულ სამუშაოებს, მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მნიშვნელობას, უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას.

მერმა სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა და ხაზი გაუსვა სამუშაოს მაღალი ხარისხითა და განსაზღვრულ ვადებში შესრულების აუცილებლობას”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები