გია აბაშიძე: ყალბი რეპორტაჟი ნაცრადიკალებზე Fox News-იდან; ავტორი, ტრამპმოძულე კრის მასარო თავხედურად იტყუება, რომ თურმე აქ ზემასობრივი პროტესტებია და ირანიდან შთაგონებულია – წყაროებად ნაყარნუყარი უსამშობლოები
“ჟურნალისტ” მასაროს შემდგომი კარიერა არ ვიცი, მაგრამ ტრამპი მის მწვავე კრიტიკოსებს სამაგიეროს რომ უხდის, არაერთხელ გამოვლინდა. კრის მასარო აშშ-ის პრეზიდენტზე წერს: ტრამპს მოსწონს თაყვანისცემა და ავტორიტარული შიში, ეს უფრო მეტია, ვიდრე შოკი”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე კრის მასაროს მიერ „ფოქს ნიუსზე“ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი სტატიის გამოქვეყნებას.
ანალიტიკოსის შეფასებით, ასეთი ბინძური სტატიებით რომ სექტას მხარდამჭერები არ ემატება, უკვე დავინახეთ, თუმცა, ოპოზიციონერები მაინც უკვეთენ “ტოქსიკურ სისულელეებს” და ჰგონიათ, რომ რაიმე წინსვლა ექნებათ.
„უსინდისო და ყალბი რეპორტაჟი ნაცრადიკალებზე Fox News-იდან; ავტორი, ტრამპმოძულე კრის მასარო, თავხედურად იტყუება, რომ თურმე აქ ზემასობრივი პროტესტებია და ირანიდან შთაგონებულია; წყაროებად ნაყარნუყარი უსამშობლოები.
ასეთი ბინძური სტატიებით რომ სექტას მხარდამჭერები არ ემატება, დიდმა პერიოდმა დაგვანახა. უკვეთენ ტოქსიკურ სისულელეებს და ჰგონიათ, რომ რაიმე წინსვლა ექნებათ.
სიცრუე და მანიპულაციები დასავლური მედიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლებია. ამის გარჩევა ქართულ საზოგადოებაში თავისუფლად შეუძლიათ.
“ჟურნალისტ” მასაროს შემდგომი კარიერა არ ვიცი, მაგრამ ტრამპი მის მწვავე კრიტიკოსებს სამაგიეროს რომ უხდის, არაერთხელ გამოვლინდა. კრის მასარო აშშ-ის პრეზიდენტზე წერს: ტრამპს მოსწონს თაყვანისცემა და ავტორიტარული შიში, ეს უფრო მეტია, ვიდრე შოკი…“ – წერს აბაშიძე.