გიორგი ვოლსკი – რუმინეთთან შეერთების შესახებ მოლდოვის ლიდერების განცხადებებზე: ეს მდგომარეობა ჩვენი საზოგადოებისათვის სამაგალითო უნდა იყოს, როდესაც ქვეყანას არ გააჩნია სუვერენული უფლებების დაცვის არანაირი მოტივი – მთელი მოლდოვის პოლიტიკა მიმართულია რაღაც პოპულისტურ განცხადებებზე
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი რუმინეთთან შეერთების საკითხზე მოლდოვას ლიდერების განცხადებებს აფასებს.
„ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა, რომ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა. უნდა გავიხედოთ, ამ განცხადების უკან რა ხდება. უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. რამ შექმნა ეს უმძიმესი მდგომარეობა, რა მიმართულებით უნდოდათ, განევითარებინათ საქართველოში პროცესები და კიდევ რას ლამობენ, რომ განავითარონ კონკრეტული ძალები, რომლებსაც ასე ადვილად დამორჩილდა მოლდოვის ხელისუფლება.
ეს მდგომარეობა ჩვენი საზოგადოებისათვის სამაგალითო უნდა იყოს, როდესაც ქვეყანას არ გააჩნია სუვერენული უფლებების დაცვის არანაირი მოტივი. მთელი მისი [მოლდოვის] პოლიტიკა მიმართულია რაღაც პოპულისტურ განცხადებებზე და ქმედებებზე, რომლებიც გარედან უკარნახეს და რამაც მიიყვანა ასეთ მდგომარეობამდე მოლდოვის ხელისუფლება, რომ რუმინეთთან შეერთების საკითხზე გააკეთეს ასეთი უაპელაციო განცხადებები“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა, თუმცა, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვალდებულია მოქალაქეების უმრავლესობის ხმას მიჰყვეს და ევროინტეგრაციაზე იმუშაოს.