სოფო აზარაშვილი: 2025 წელი ძალიან კარგი იყო იმ მიმართულებითაც რომ ბევრმა ახალმა კომპანიამ დაიწყო საქართველოს მიმართულებით ფრენა და პირდაპირი რეისების დანიშვნამ ხელი შეუწყო უფრო მეტი ნაკადის შემოდინებას – უკეთეს წელს ველოდებით 2026-ში

“2025 წელი ძალიან კარგი იყო იმ მიმართულებითაც რომ ბევრმა ახალმა კომპანიამ დაიწყო საქართველოს მიმართულებით ფრენა და პირდაპირი რეისების დანიშვნამ ხელი შეუწყო უფრო მეტი ნაკადის შემოდინებას – უკეთეს წელს ველოდებით 2026-ში,”- ამის შესახებ “კვირას” კომპანია “ვოიაჟერი”-ის დირექტორმა, სოფო აზარაშვილმა განუცხადა.

აზარაშვილის თქმით, წელს ისევ აქტიურად იგეგმება ბაზრების დივერსიფიცირება და მიაჩნია, რომ კიდევ უფრო აქტიური იქნება ჩინეთის  ბაზარი, რადგან ძალიან დიდი ინტერესია ჩინეთიდან საქართველოში მოგზაურობის.

“2025 წელი ძალიან წარმატებული იყო ჩვენი კომპანიისთვის გვაქვს 15% ზრდა ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ “გალფის” ბაზრებზე და ინდოეთზე და შესაბამისად ყველაზე დიდი შემოდინება ჩვენთვის იყო კონკრეტულად ინდოეთიდან და საუდის არაბეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ორი თვის განმავლობაში შუა აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გამო ფრენები შეჩერებული იყო და ხალხი მოგზაურობისგან თავს იკავებდა ამის მიუხედავად გვაქვს ეს შედეგი და ამ ვითარებას ხელი, რომ არ შეეშალა კიდევ უკეთესი შედეგები გვექნებოდა. 2025 წელი ძალიან კარგი იყო იმ მიმართულებითაც რომ ბევრმა ახალმა კომპანიამ დაიწყო საქართველოს მიმართულებით  ფრენა და პირდაპირი რეისების დანიშვნამ ხელი შეუწყო უფრო მეტი ნაკადის შემოდინებას. 2026 წელს ისევ აქტიურად იგეგმება ჩვენი ბაზრების დივერსიფიცირება და ვფიქრობთ, რომ წელს კიდევ უფრო აქტიური იქნება ჩინეთის  ბაზარი, რადგან ძალიან დიდი ინტერესია ჩინეთიდან საქართველოში მოგზაურობის. ძალიან სასიხარულოა 2025 წლის მზარდი სტატისტიკა, თუმცა უკეთეს წელს ველოდებით 2026 წელს,”- განუცხადა “კვირას” სოფო აზარაშვილმა.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.

მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები