„მინდა ჩემი კერის ანგელოზები ყველას ოჯახში ბედნიერებისა და სიკეთის შემტანი იყვნენ“ – რუსუდან წიკლაურის პროფესიად ქცეული ჰობი

წარმოშობით მოხევეა. ბავშვობიდან უყვარდა ტილოზე მხატვრობა.
უმაღლესი ტანსაცმლის მოდელირების და კონსტრუირების განხრით  ამთავრ. ამბობს, რომ  კერვაც ძალიან  უყვარდა და გადაწყვეტილების მიღების დროს ტანსაცმლის დიზაინერობა არჩი. მუშაობის პარალელურად ყოველთვის ქმნიდა  პატარპატარა ჩანახატებს,  ეძებდა განმარტოებას სახატავად….
2025 წლის 1-2 მარტს,  მომაწილეობ პირველ გამოფენაში.
„ხატვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
რომ დავაძინებ ჩემს პატარა შვილებს, ვიწყებ ხატვას, ხშირად დამთენებია კიდეც ხატვისას. ვერ წარმომიდგენია, თუ როდსმე ხატვას მივატოვებ. – თვითნასწავლი მხატვრის, რუსუდან წიკლაურის პერსონა.

   წარმოშობით ყაზბეგის რაიონის სოფელ გერგეტიდან არის. ჩემი კუთხის  სილამაზემ ჩემს მხატვრულ ნიჭზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა, მინდოდა  ის სილამაზე ფურცლებსა თუ ტილოებზე გადამეტანა. პატარაობიდან მიტაცებდა ტილოზე მხატვრობა, თუმცა საშუალების არქონის გამო ვხატავდი ,,მოპარულ“ ზეწრებზე და აკვარელის საღებავებს ვხსნიდი საკვებ ზეთში.
პატარ-პატარა ჩანახატებს ყოველთვის ვაკეთებდი. ყოველთვის მქონდა ოცნებად – ჩემი მოლბერტი, ზეთის საღებავები და სადმე ბუნებაში განმარტოება სახატავად…
სამი წლის წინ გარდამეცვალა მამა და ისევ ვეღარ შევძელი ხატვა, თითქოს მუზები გაფრინდნენ…
– 2024 წლის ნოემბრიდან ხელმეორედ დაიწყეთ ხატვა...
–  დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი, მეორე შვილის შეძენის შემდეგ, 2024 წელს, შვებულება ამომეწურა და გადავწყვიტე, სამსახურში აღარ დავბრუნებულიყავი. ამის შემდეგ დავუბრუნდი ხატვას, შვილებთანაც ვახერხებ ყოფნას და ჩემს საყვარელ საქმესაც ვაკეთებ.– 2025 წლის მარტში მონაწილეობდით პირველ გამოფენაში. როგორი  იყო თქვენი განწყობა?
– პირველი გამოფენა და, ზოგადად, შემდგომი გამოფენებიც ყოველთვის ძალიან მოქმედებს მხატვრულ მუზაზე, გამოფენის შემდგომ ხატვის სხვანაირი მუხტი და განწყობა მეუფლება, თითქოს გაძლიერებულად ასმაგად მეტად მინდა ვხატო.
პირველ გამოფენაზე  უსაყვარლესმა, უნიჭიერესმა და უთბილესმა ქალბატონმა  ირინა ჯინჭარაძემ მიმიწვია. მას შემდეგ ვმეგობრობთ და არ შემიძლია, მისი სახელი არ ვახსენო. ქალბატონი ირინა,  უსაზღვროდ დიდი ბედნიერების განცდა და საუკეთესო მოგონებები ყოველთვის ასოცირდება პირველ გამოფენასთან.– გაქვთ გვერდი: Art Rusa Tsiklauri. ხატავთ ნატურმორტებს, კერის ანგელოზებს… რატომ კერის ანგელოზები?
–  ძალიან ემოციური კითხვაა. მინდა ყველა ოჯახში, ყველას კერაზე იყოს სითბო, სიყვარული. ჩემი კერის ანგელოზები კი იყვნენ ამ ბედნიერებისა და სიკეთის შემტანი თითოეულ იმ ოჯახში, სადაც დაიდებენ ბინას.
შთაგონება
– ხატვის სურვილი და შთაგონება, შეიძლება უეცრად ხიდან ჩამოვარდნილმა ფოთოლმაც კი მოიტანოს, გააჩნია, იმ მომენტში როგორი განწყობით შევხედავ.ერთი ნამუშევრის ისტორია...
– პირველი დიდი შეკვეთა რომ ავიღე, რატომღაც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ნამუშევარი აღმოჩნდა, დიდი ფორმატის ტილოები იყო და დიდი ენთუზიაზმითა და  შემართებით შევუდექი მუშაობას, შემკვეთიც კმაყოფილი დარჩა და მეც დიდი გამოცდილება მივიღე.
ამჟამად  რაზე მუშაობთ?
– ამჟამად აბსტრაქტულ ნამუშევარზე ვმუშაობ და პარალელურად ვემზადები გამოფენისთვის, რომელიც  მხატვართა კავშირში გაიმართება. ჰობი…
–   ჰობი პატარაობიდან ხატვა იყო, რომელიც პროფესიად ვაქციე. მე  ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ.
ამბობთ, რომ მხატვრობა მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია...
– რა თქმა უნდა, ცხოვრების ნაწილია, ამ ეტაპზე ოჯახი, პატარა ბავშვები მყავს და ხატვის მეტი არაფერი არ შემიძლია. რომ დავაძინებ ჩემს პატარა ვაჟბატონებს, ვიწყებ ხატვას, ხშირად დამთენებია კიდეც ხატვისას. ვერ წარმომიდგენია, თუ როდისმე ხატვას მივატოვებ. რა თქმა უნდა, არის პერიოდები, როცა ვერ ვახერხებ, მაგრამ ის ჩემშია, ღვთისგან ნაბოძები ნიჭია, რომელსაც ვერსად გავექცევი.
– ოჯახი… როგორ გიდგათ მხარში მუშაობისას?
– შეყვარებულობის პერიოდში  მეუღლემ ხელნაკეთი მოლბერტი მაჩუქა.  ეს იყო დასაწყისი, სერიოზული კუთხით დამეწყო ხატვა, შევიძინე ზეთის საღებავები და ყველანაირი საჭირო ინვენტარი, დავიწყე ხატვა. პირველი ნამუშევრები პეიზაჟები იყო. ამჟამად მეუღლე ყველანაირად ხელს მიწყობს გამოფენებსა თუ შეკვეთებისას. ბავშვები, ძირითადად, მასთან არიან, რომ ხელი არ შემეშალოს მუშაობის პროცესში.სამომავლო გეგმები...
– ხატვა ჩემი არჩეული პროფესია არ არის, სხვა პროფესია მაქვს, მაგრამ რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. ვიღებ ინფორმაციებს  ინტერნეტიდან, მეგობარი მხატვრებისგან, რომლებიც უანგაროდ გასცემენ თავიანთ ცოდნას.სამომავლოდ, რამდენიმე ტექნიკის შესწავლა მინდა, რომელიც აუცილებლად გამომადგება.
დღეს ბევრი თვითნასწავლი მხატვარია. როგორ ახერხებთ, შეინარჩუნოთ ხელწერა და სხვებს არ დაემსგავსოთ?
– არაფერს ვცდილობ. სხვათა შორის, პირიქით, სხვებისგან ვისმენ, რომ ჩემს ხელწერას ცნობენ და ასხვავებენ სხვებისგან, მე უბრალოდ ვხატავ იმას, რაც მსიამოვნებს და რისი დახატვაც მსურს.

 

                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები