ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია

ისტორიაში პირველად – ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა კატეგორიაში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა.

ნიკა ეგაძე, შეფილდში მიმდინარე ტურნირზე, უმაღლეს დონეზე შესრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ  პირველ ადგილზე იყო 91.28 ქულით. თავისუფალ პროგრამაში კი 181.72 დაიმსახურა და ჯამში 273 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ შეფილდში მიმდინარე ტურნირზე ოქროს მედალი ასევე მოიპოვა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები